ცნობილი მთამსვლელები, და-ძმა სიმონ და ალექსანდრა ლომიძეები თეთნულდის დალაშქვრისას ჩამოწოლილ ზვავში მოყვებიან. სიმონს და მის მეგობარს ზვავი უფსკრულში ჩაიტანს. სიმონის უმცროს ძმას, ალიოშას, დაღუპულის დღიურის ჩანაწერები თეთნულდის დაპყრობის სურვილს აღუძრავს. ალიოშა, რომელსაც ალპინიზმი არასდროს იტაცებდა, მთამსვლელი გახდება. ერთმანეთს მოსდევს ექსპედიციები უშბის, შხელდის და სხვა მწვერვალების დასაპყრობად. გადაღებაში მონაწილეობენ ალპინისტები: მ. ანუფრიკოვი, ი. არკინი, გ. ახვლედიანი, გ. გულბანი, გ. დებერლი, პ. ხაზაროვი, ი. ლაპშენიკოვი, ი. ნემსიწვერიძე, ვ. მუხინი, გ. ხუციშვილი